საქართველოს დინამიური სროლის და ფუნქციური ფიტნესის ფედერაცია მიესალმება იმ პირების, კომპანიებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთაც სურთ წვლილის შეტანა საქართველოში დინამიური სროლის, ფუნქციური ფიტნესის, სპორტსმენთა მომზადების, ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო სპორტული თანამშრომლობის განვითარებაში.
მხარდაჭერა შესაძლებელია სპონსორობის, დონაციის, პარტნიორული პროგრამების, ღონისძიებების მხარდაჭერის, ინვენტარით დახმარებისა და განვითარების ინიციატივების ფორმით.
